პროექტი - შემოდგომა და ჩემი ფანტაზია

1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომა და ჩემი ფანტაზია;
2. პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების,თანატოლების და მასწავლებლის დახმარებით;
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს,  კონკრეტულად - powerpoint-ში ააწყობს, ამობეჭდავს და წიგნად აკინძავს შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს; 
4. აქტივობის მიზნები და შედეგები: 
  •  ის  ტექნ.I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება;

ა) იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;

ბ) ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
  •  სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
  •  მასალის ვიზუალური აღქმა და ტექსტის შექმნა;
  •  მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ა.შ.) ;
  •  გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
  •  შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.

5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
  •  ქართ.III 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

√ მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;

  •  ბუნ.III 8. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.

√ ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
  •  ს.გ. III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.

√ ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას;

√ გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
  •  ს.გ. III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.

6. მონაწილეთა ასაკი:5,6,7,8,9 წელი;

7. ვადები/ხანგრძლივობა: 10 თემატური ერთეული;

8. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიეჩვევიან სხვა კლასებთან ერთად პრობლემაზე მუშაობას და მათზე ზრუნვას; პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით შექმნიან საკუთარი შრომის ამსახველ წიგნებს და მოაწყობენ ამ წიგნების გამოფენას. 

9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ინფორმატიკის კაბინეტი, powerpoint-ი და paint პროგრამა, ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები. პროექტში  მონაწილე კლასები  და მათი  ხელმძღვანელები.

10. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):

დაგეგმვა
რა პრობლელმის მოგვარებას ვაპირებთ:

√ მოსწავლეებმა შეძლონ პროდუქტის შექმნა მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოყენებით, გაუზიარონ ის სხვა ასაკობრივ ჯგუფებს და ითანამშრომლონ მათთან. 

მომზადება:

სურათებს გადავუღებ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობის დროს, ასევე მათ ნამუშევრებს და ნახატებს. გადაღებულ სურათებს გადავიტან მათ საქაღალდეებში. პრინტერისთვის მოვიმარაგებ ფურცლებს.

განხორციელება:
  •  სამივე კლასს გავიყვანთ ტყეში, სადაც მოხდება მათი უკეთ გაცნობა,  ბუნებაზე დაკვირვება. ჯგუფურად შექმნიან პატარა ზომის ტექსტს. შეაგროვებენ ბუნებრივ მასალას ხელოვნების გაკვეთილებისთვის;
  •  ბუნებრივი მასალებით შექმნიან ნამუშევრებს;
  •  ამოჭრილი სურათებით ჯგუფში შექმნიან კოლაჟებს, რომელიც კავშირშია ტყეში შედგენილ ტექსტთან;
  •  paint-ში შექმნან ნახატი, რომელიც, ასევე კავშირშია ტექსტთან;
  •  powerpoint-ში სლაიდებზე გაანაწილონ და აკრიფონ ტექსტი, შექმნან ყდა, მიუწერონ საკუთარი სახელი და გვარი (მასწავლებლის მითითებებით );
  •  გამოიყენებენ საკუთარ საქაღალდეს (რომელშიც მუშაობის ამსახველი და მათი ნამუშევრების სურათებია განთავსებული ჩემს მიერ ) და სლაიდებზე, ტექსტების გვერდით ატვირთავენ სასურველ სურათს(ორი თემატური ერთეული ) ;
  •  printer-ის გამოყენებით ამობეჭდავენ საკუთარ ნამუშევარს;
  •  ფურცლებით აკინძავენ "წიგნს";
  •  მოაწყობენ წიგნების გამოფენას.


წარდგენა

მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ "წიგნების" გამოფენა, განხილვა და შეფასება.

შეფასება

მოსწავლეებთან შეთანხმებული შეფასების რუბრიკის შესაბამისად, ვაფასებ პროექტის
განხორციელებასა და მიღწეულ შედეგს. 

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ი;
ქართული;
ბუნება;
ხელოვნება.

12. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლილი/ლია ჯაბანაშვილი , ნათია ლაფანაშვილი, დალი ავლახაშვილი ; 

13. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: liajabanashvili@gmail.com

14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: liajabanashvili.blogspot.com






2 комментария:

Unknown комментирует...

დალი.ძალიან მომეწონა პროექტი,სურვილი მაქვს დაგესესხოთ ზოგიერთი იდეა და მეც განვახორციელო.გმადლობთ.

ლილი ჯაბანაშვილი комментирует...

ლია ვარ ჯაბანაშვილი. შეგიძლიათ დაგვესესხოთ, წარმატებებს გისურვებთ. კარგი იქნება, თუ თქვენს ნამუშევარს გვაჩვენებთ.