ინკლუზიური განათლება

   ინკლუზიური განათლება გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად.

   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე, რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.


   განისაზღვრა ოთხი სახის სპეციალური მასწავლებელი: ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი; ქცევის და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი; სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი; მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი. შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. სტანდარტი შედგება ორი ნაწილისგან: (1) ზოგადი ნაწილი, რომელიც საერთოა ყველა სახის სპეციალური მასწავლებლისთვის (2) სპეციაფიური ნაწილი ზემოჩამოთვლილი ოთხი სახის სპეციალური მასწავლებლებისთვის