1. პროექტის სახელწოდება: შემოდგომა და ჩემი ფანტაზია;
2. პროექტის მთავარი იდეა: ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს თანაკლასელების,თანატოლების და მასწავლებლის დახმარებით;
3. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლის ჩართულობას შემოქმედებით პროცესში, სადაც იგი პრაქტიკულად გამოიყენებს მიღებულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს,გაუზიარებს მათ თანატოლებს, კონკრეტულად - powerpoint-ში ააწყობს, ამობეჭდავს და წიგნად აკინძავს შემოდგომის თემაზე შექმნილ საკუთარ და ჯგუფურ ნამუშევრებს;
4. აქტივობის მიზნები და შედეგები:
- ის ტექნ.I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება;
ა) იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
ბ) ამზადებს და გამოსცემს ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
- სეზონური ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება;
- მასალის ვიზუალური აღქმა და ტექსტის შექმნა;
- მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება (ნახატებით, ბუნებრივი მასალისგან შექმნილი ნაკეთობების და კოლაჟის სურათებით და ა.შ.) ;
- გარემოში საგნებზე, ობიექტებზე და მოვლენებზე დაკვირვება და შედეგის ასახვა ნამუშევარში (ბუნებრივი მასალებით);
- შთაბეჭდილების და წარმოსახვის მეშვეობით ნამუშევრის შექმნა.
5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
- ქართ.III 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
√ მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად;
- ბუნ.III 8. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.
√ ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, ქარი,..) და აღწერს მათ.
- ს.გ. III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
√ ნახატში გადმოსცემს დაკვირვების შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებას;
√ გამოხატავს შესაბამისი ფერით წელიწადის დროს და ამინდს.
- ს.გ. III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
6. მონაწილეთა ასაკი:5,6,7,8,9 წელი;
7. ვადები/ხანგრძლივობა: 10 თემატური ერთეული;
8. მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები მიეჩვევიან სხვა კლასებთან ერთად პრობლემაზე მუშაობას და მათზე ზრუნვას; პრაქტიკულად გამოიყენებენ მიღებულ უნარ-ჩვევებს და გაუზიარებენ მათ სხვებს; საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით შექმნიან საკუთარი შრომის ამსახველ წიგნებს და მოაწყობენ ამ წიგნების გამოფენას.
9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინფორმატიკის კაბინეტი, powerpoint-ი და paint პროგრამა, ფოტოაპარატი, ტყიდან მოტანილი ბუნებრივი მასალა ნაკეთობების შესაქმნელად, მოსწავლეთა მიერ მოტანილი სურათები კოლაჟისთვის, პრინტერი და თაბახის ფურცლები. პროექტში მონაწილე კლასები და მათი ხელმძღვანელები.
10. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
დაგეგმვა
რა პრობლელმის მოგვარებას ვაპირებთ:
√ მოსწავლეებმა შეძლონ პროდუქტის შექმნა მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების გამოყენებით, გაუზიარონ ის სხვა ასაკობრივ ჯგუფებს და ითანამშრომლონ მათთან.
მომზადება:
სურათებს გადავუღებ მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობის დროს, ასევე მათ ნამუშევრებს და ნახატებს. გადაღებულ სურათებს გადავიტან მათ საქაღალდეებში. პრინტერისთვის მოვიმარაგებ ფურცლებს.
განხორციელება:
- სამივე კლასს გავიყვანთ ტყეში, სადაც მოხდება მათი უკეთ გაცნობა, ბუნებაზე დაკვირვება. ჯგუფურად შექმნიან პატარა ზომის ტექსტს. შეაგროვებენ ბუნებრივ მასალას ხელოვნების გაკვეთილებისთვის;
- ბუნებრივი მასალებით შექმნიან ნამუშევრებს;
- ამოჭრილი სურათებით ჯგუფში შექმნიან კოლაჟებს, რომელიც კავშირშია ტყეში შედგენილ ტექსტთან;
- paint-ში შექმნან ნახატი, რომელიც, ასევე კავშირშია ტექსტთან;
- powerpoint-ში სლაიდებზე გაანაწილონ და აკრიფონ ტექსტი, შექმნან ყდა, მიუწერონ საკუთარი სახელი და გვარი (მასწავლებლის მითითებებით );
- გამოიყენებენ საკუთარ საქაღალდეს (რომელშიც მუშაობის ამსახველი და მათი ნამუშევრების სურათებია განთავსებული ჩემს მიერ ) და სლაიდებზე, ტექსტების გვერდით ატვირთავენ სასურველ სურათს(ორი თემატური ერთეული ) ;
- printer-ის გამოყენებით ამობეჭდავენ საკუთარ ნამუშევარს;
- ფურცლებით აკინძავენ "წიგნს";
- მოაწყობენ წიგნების გამოფენას.
წარდგენა
მოსწავლეებმა უნდა მოაწყონ "წიგნების" გამოფენა, განხილვა და შეფასება.
შეფასება
მოსწავლეებთან შეთანხმებული შეფასების რუბრიკის შესაბამისად, ვაფასებ პროექტის
განხორციელებასა და მიღწეულ შედეგს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ-ი;
ქართული;
ბუნება;
ხელოვნება.
12. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლილი/ლია ჯაბანაშვილი , ნათია ლაფანაშვილი, დალი ავლახაშვილი ;
13. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: liajabanashvili@gmail.com
14. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: liajabanashvili.blogspot.com
2 комментария:
დალი.ძალიან მომეწონა პროექტი,სურვილი მაქვს დაგესესხოთ ზოგიერთი იდეა და მეც განვახორციელო.გმადლობთ.
ლია ვარ ჯაბანაშვილი. შეგიძლიათ დაგვესესხოთ, წარმატებებს გისურვებთ. კარგი იქნება, თუ თქვენს ნამუშევარს გვაჩვენებთ.
Отправить комментарий