საახალწლო ღონისძიება


   მოგესალმებით მეგობრებო!  
   ჯგუფის წევრმა მომწერა, გამეზიარებინა თქვენთვის ახალი წლის ღონისძიების სცენარი და ამიტომ გიზიარებთ. ღონისძიება ჯერ არ დამისრულებია. დასასრული დასამუშავებელია.
   ამის შემდეგ შეიძლება მოვიდეს “ნამდვილი” თოვლის პაპა. ათამაშოს, შეაჯიბროს, გაართოს ისინი. დაურიგოს საჩუქრები და წავიდეს  სხვა ღონისძიებაზე, სადაც ბავშვები, ან ტყის ცხოველები ელიან.
წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2018 წელს. გისურვებთ ყველა კეთილი ოცნების ასრულებას!

ეპიზოდი 1.
დათო შალიკაშვილი და გიორგი ნარიმანიძე


(ისმის მუსიკა. დათუნა ჩამოივლის ცულგადებული და ათვალიერებს ხეებს.)
- ეს ხმელია, ამას მოვჭრი! (ხეზე მიყუდებულია ერთი ხე. ვითომ ჭრის, დაუწყებს კაკუნს. მერე მოჭრილს დაბლა, შეშის კონასთან დადებს, ოფლს მოიწმენდავს, მხარზე გაიდებს და ისისაა წამოსვლას დააპირებს, რომ ხმაურით შემოვარდება ნარიმანიძე გიორგი).
გიორგი - შეშისმჭრელო, შეშისმჭღელოოო...
დათუნა - ჰა, რა არის, რა ხება, რა გული გამიხეთქე?!
გიორგი - სონამა, შეშისმჭრელს გადაეცი, ბევრი შეშა წამოიღოს და მალეც წამოვიდესო!
დათუნა - მალე წამოვიდესო?! მერე მალე რო წავიდე, ბევრი შეშა საიდან მოვუტანო! ჯადოქარი კი არა ვარ, შეშისმჭრელი ვარ!
გიორგი - (ფეხების ბაკუნით შეეხვეწება) წამოდი რა წამოდი, მალე ნადიმი გაიმართება. ბუხრის წინ შიმშილა პაპა ჩიჩილაკსა თლის და თან ბალღებს რა კარგ ამბებს უყვება... წამოდი შენი ჭირიმე რა...
დათუნა - ჰო კარგი, კარგი, შენ მიდი, აი ის შეშა აიღე. მე ვერხვიანში კიდევ ერთი კონა ხმელი შეშა მაქვს და იმას წამოვიღებ!
(გახარებული ნარიმანიძე სტაცებს ფიჩხებს ხელს და სხვა მიმართულებით გავა)
გიორგი - აი, შენ კი გენაცვალე შეშისმჭრელო, წავალ შიმშილა პაპას მოვუსმენ თბილი ბუხრის წინა. ნადიმზე შევხვდებიიით...



ეპიზოდი 2.
ლალიაშვილი - ოჩოპინტრე, სოფო - დედა თაგვი კეკელა, ლიკა და ლუკა პირმისაშვილი - წრუწუნები
(ოჩოპინტრე ათვალიერებს ხეებს, ხის ძირებს, წვეროებს)

ლალიაშვილი - ხოოო, კარგია, რა კარგად მოუვლია შეშისმჭრელს ჩემი ხეებისთვის. აი ყოჩაღ, აი შეშისმჭრელიც ასეთი უნდა... (ხის ტოტს ასწვდება და ბუდეს ასწორებს) - ეს ბუდე არ დაეშალოს შოშიას, რომ მოფრინდება ძებნას დაუწყებს (ვითომ ასწორებს. სცენაზე შემოვლენ თაგვები).
სოფო - ეძებეთ შვილებო, ეძებეთ, აქ არ აგვიკრეფია თხილი და წიფელი.
ლიკა - აი თხილი, აი კიდევ თხილი, აი წიფელი, აი თხილი, აი წიფელი, აი კიდევ...
ლუკა - გაჩუმდი, გაჩუმდი, ნუ წაიღე ყურები, (გამოაჯავრებს) „აი თხილი, აი თხილი...“ ბიჭოს! .... ვაააა!
ლიკა - რა იყო რა გეცა! რა ბუზი დაგაჯდა!
ლუკა - მე თხილს და წიფელს ვკრეფ და თან ვფიქრობ. შენ კი სულ ერთი და იგივეს გაიძახი: „აი თხილი, აი წიფელი!“ დაითვალე მაინც თვლას ისწავლი!
ლიკა - მე განა თვლა არ ვიცი? (მოიწყენს და თავს დახრის)
ლუკა - (შეამჩნევს ამას და მიეფერება) როგორ არ იცი ჩემო დაიკო, კარგი მაპატიე, გავცხარდი.
ლიკა - რაზე ფიქრობდი ძამიკო?
ლუკა - რაზე და აი ახლა თოვლის პაპა მოვა და საჩუქრებს მოგვიტანს.
ლიკა - (გაიცინებს და ტაშს შემოჰკრავს) მერე მაგას რა ჯობია, საფიქრალი რაღაა?
ლალიაშვილი - მართლაც საინტერესოა, რაზე ნერვიულობ?
(კეკელა თხილს კრეფდა და საუბარი ვერ მოისმინა. მიუახლოვდა თუ არა, ყური მოჰკრა მხოლოდ რაზე ნერვიულობო და შეშფოთებული მივარდება ლუკას და ათვალიერებს, სინჯავს)
სოფო - უი ქა, რა მოხდა, ჩემო ვაჟკაცო, რა განერვიულებს? ეკალზე ხომ არ გაიფუჭე თათი? აბა სადა, აბა?
ლუკა - არა დედი, კარგად ვარ, ნუ გეშინია, დაწყნარდი!
ლიკა - აი დედი წყალი დალიე, ნერვიულობაზე არა დაგემართოს-რა! (ხელადით წყალს ამოიღებს და დედას გაუწვდის)
სოფო - როგორ კაცო, ჩემი ყურით გავიგონე რატომ ნერვიულობო და... არაფერი დამიმალოთ იცოდეთ, ყველაფერი სიმართლე მითხარით! (ჩამოჯდება განერვიულებული, დაილაგებს ხელებს მუხლებზე და ნერვიულობით ტოკავს სკამზე)
ლალიაშვილი - ჩვენც არა ვიცით-რა კეკელ. აბა შენს ბიჭს მოვუსმინოთ, საინტერესოა რა აქვს სანერვიულო!
ლიკა - (მიჰკრავს მუჯლუგუნს ლუკას) ჰა, თქვი რაზე ფიქრობ!
ლუკა - რაზე და თოვლის პაპა რომ საჩუქრებს მოგვიტანს, ჩვენ რა ვაჩუქოთ?
სოფო - უი ქაააა, არ გამიხეთქა გულიიი!
ლალიაშვილი - ეს რა კარგი ბიჭი გყოლია კეკელ. ხედავ რაზე ფიქრობს? ყოჩაღ, აი ყოჩაღ!
ლიკა - მოდი, ძახველის ტოტები ვაჩუქოთ! როგორი ლამაზია, თოვლის პაპას მოუხდება!
ლალიაშვილი - მე სოკოს ჩირი მაქვს, ჩირს ვაჩუქებ თოვლის პაპას!
სოფო - მშვენიერია! ძახველის ტოტები, სოკოს ჩირი და კალათი თხილით!
ლუკა - ამაზე უკეთესი საჩუქარი რაღა უნდა იყოს!
ლიკა - წავიდეთ ახლა, თორემ დაგვაგვიანდება ნადიმზე!
ლალიაშვილი - ხო, წავიდეთ, წავიდეთ. თოვლის პაპაზე ადრე ხომ უნდა მივიდეთ?
(გავლენ სცენიდან)




ეპიზოდი 3
(შემოდიან ფიფქები)
ლიზი ჯიქური, ირინა, ბულაური, თათია , დარასელია გალიაში მჯდომი.

ლიზი ჯიქური - როგორ მომეწონა ფრენა!
ირინა - (ხმადაბლა ისმის მუსიკა) თოვლის პაპამ ხომ გვითხრა, პეპლებივით გაფრინდებითო!
ბულაური - ნეტავი პეპლები როგორები არიან?
თათია -ალბათ ისინიც ჩვენსავით თეთრები არიან!
ბულაური - და ჩვენსავით ცივები!
ირინა - მოდით, ვინმეს ვკითხოთ პეპლები როგორები არიან!
თათია -ვკითხოთ, ვკითხოთ, მაგრამ ვის? აქ რომ არავინ ჩანს?
ლიზი ჯიქური - მოიცადეთ, ეს ვინ არის?
ბულაური - ფრთხილად არ გაგთელოს!
ირინა - ეი, ვინ ხარ?
ლიზი ჯიქური - აქ რას აკეთებ?
მგელი - რას უნდა ვაკეთებდე, ვზივარ და ვფიქრობ ჩემს გაჭირვებაზე!
თათია - რა გაგჭირვებია, გვითხარი!
ბულაური - ხო, ხო, გვითხარი და დაგეხმარებით!
მგელი - მართლა დამეხმარებით?
თათია - აბა რა! ჩვენ საახალწლო ფიფქები ვართ!
ბულაური - ჯადოსნურები !
ირინა - ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია!
მგელი - მაშ თუ ასეა, აქედან გამომიშვით!
- გამოვუშვათ,..გამოვუშვათ... (აჩურჩულდებიან და დაიწყებენ ბზრიალს. შემდეგ მოფარფატდებიან მგელთან და მიმართავენ მას:)
თათია - ახლა ჩვენ გამოგიშვებთ, მაგრამ როგორც კი გათავისუფლდები, მაშინვე გაეცალე აქაურობას!
მგელი - რატომ?
ირინა - რატომ და თოვლის პაპამ გამოგვიშვა, სანამ მოვალ თოვლით გადაპენტეთ არემარეო!
ბულაური - უნდა დავაყენოთ თოვლის კორიანტელი და ყველაფერი თოვლით უნდა გადავფაროთ.
ჯიქური ლიზი - ჯადოსნური თოვლით!
თათია - გვითხარი, გინახავს პეპლები?
მგელი - პეპლები? პეპლები ვის არ უნახავს?!
ირინა - მაშ გინახავს? (გაუხარდება)
მგელი - დიახ! პეპლები თქვენსავით დაფარფატებენ ჰაერში.
ბულაური - თეთრები არიან?
ჯიქური ლიზი - ცივები?
თათია - რას ჭამენ?
მგელი - მოიცა, მოიცა, ყველას ერთდროულად ვერ გიპასუხებთ!
(ფიფქები ინტერესით უსმენენ)
მგელი - პეპლები თეთრებიც არიან და ჭრელებიც.
თათია - და რას ჭამენ?
მგელი - რას და თქვენნაირ ფიფქებს თუ სადმე გადაეყარნენ, აუცილებლად გადასანსლავენ! (ჩუმად ჩაიცინებს. ფიფქები კი შეშფოთდებიან)
თათია - ჩვენ შეგვჭამენ?
ბულაური - რა ცუდები ყოფილან!
ირინა - აღარ მომწონს პეპლები!
მგელი - (იცინის) თქვენ რა მართლა არ გინახავთ პეპლები?
ბულაური - აღარც გვინდა რომ ვნახოთ!
მგელი - გაგეხუმრეთ... პეპლები მხოლოდ ყვავილის ნექტრით იკვებებიან, მე კი არ მგვანან! ეეეეჰ, ნეტავი მეც არ მიყვარდეს ხორცი, ნეტავი მეც ყვავილების ნექტრით ვიკვებებოდე! (დაღონდება)
ირინა - ვინ იცის, ამ ახალ წელს რა სასწაული მოხდება, იქნებ შენც აგიხდეს ოცნება!
ბულაური - ახალ წელს, ვინც კეთილ სურვილებს ჩაიფიქრებს, აუცილებლად აუხდება!
თათია - დიახ, დიახ, ასე თქვა თოვლის პაპამ!
ჯიქური ლიზი - გვეყოფა საუბარი მეგობრებო, ყველაფერი თოვლით უნდა დავფაროთ!
თათია - მართალია, აბა დავიწყოთ!
(მუსიკის ხმაზე იცეკვებენ. ჯერ მგლის გალიას შემოუვლიან რამოდენიმეჯერ და გახსნიან მას. გამოიყვანენ მგელს და გააცილებენ სცენიდან. შემდეგ ისევ ფარფატით და ცეკვით დააფარებენ ხეებს ბამბებს. ასე ცეკვა-ცეკვით გავლენ სცენიდან ).





ეპიზოდი 4
ჯუჯები: ლუკა ებიტაშვილი, ნიკა უნდილაშვილი, ნიკა ჯანგირაშვილი, ცოტნე, თორნიკე, რობიზონი (სპაიდერმენი), დათო ვარსიმაშვილი (სუპერმენი)
(რობის და დათუნას შეიძლება ფორმებთან ერთად ჯუჯების ზოლიანი წინდები და ფარნებიც ეჭიროთ.
მუსიკაზე შემოდიან რობი და დათო ვარსიმაშვილი. გადაეხვევიან ერთმანეთს და მოიკითხავენ)

რობიზონი - აი, მოვიდა ახალი წელი და ჩვენც შევხვდით დათქმულ ადგილას.
დათო ვარსიმაშვილი - მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან! აი ისინიც მიდიან!
რობიზონი - გატყობ, აიხდინე ოცნება ჩემსავით!
დათო ვარსიმაშვილი - ხო, სუპერმენის მოსასხამი მოვირგე და მისი ყველა ილეთი შევისწავლე! ახლა ჩვენს ძმებს დავეხმარებით. ისეთი ადგილებიდან მოვხსნით ალმასებს, რომლებსაც აქამდე ვერ ვწვდებოდით.
რობი - ბავშვების საჩუქრებსაც უფრო სწრაფად და ადვილად მოვამზადებთ!
(მუსიკის ხმაზე შემოვლენ სხვებიც და სიხარულით გადაეხვევიან ერთმანეთს)
ნიკა ჯანგირაშვილი - საჩუქრების მომზადება აღარ არის საჭირო!
დათო ვარსიმაშვილი - ეგ როგორ?
ნიკა უნდილაშვილი - როგორ და სანამ თქვენ  იყავით წასული, ჩვენ აქ ჯადოსნური ხე გავაჩინეთ!
რობიზონი - როგორ გააჩინეთ? (გაოცებით)
ებიტაშვილი - ერთი ალმასი ამოვიღეთ გამოქვაბულიდან.
ცოტნე - შიგნიდან უცნაური ნათება გამოდიოდა.
თორნიკე - თოვლის პაპას რჩევით, ის ალმასი სურვილების მღვიმეში დავთესეთ.
დათო ვარსიმაშვილი - ალმასი დათესეთ?
ცოტნე - დავთესეთ, თან წყლის ნაცვლად რძეს და თაფლს ვუსხამდით.
რობი - მერე ?
ებიტაშვილი - მერე ისეთი ხე გაიზარდა, რომ ყველა ბავშვის საჩუქარს ისხამს.
თორნიკე - ჯერ მკვახეს და პატარას იბამს.
ნიკა უნდილაშვილი- შემდეგ გაიზრდება და რომ დამწიფდება ყუთში ვდებთ, ეს ყუთები კი თოვლის პაპასთან მიგვაქვს.
დათო ვარსიმაშვილი - რა მაგარია ძმებო!.. დრო უქმად არც თქვენ დაგიკარგავთ!აბა, წავიდეთ სურვილების მღვიმეში, ერთი სული მაქვს ის ხე ვნახო!
(მუსიკაზე გავლენ)


ეპიზოდი 5
დემეტრე - თოვლის პაპა, ფეიქრიშვილი - ახალი წელი

თ.პ. - ოხ, ოხ, ოხ, ოხ, რა კარგად დაისხა ამ ჩვენმა ხემ!
ა.წ. - მე ჯერ ასეთი არაფერი მინახავს. ეს რა ხეა?
თ.პ. - ეს სურვილების ხეა!
ა.წ. - შეიძლება მეც ვინატრო რამე?
თ.პ. - ჰა, ჰა, ჰა, ჰა, შენი ნატვრა უკვე ამ ხეზეა და მწიფდება!
ა.წ. - როგორ, ჯერ ხომ არაფერი მინატრია?
თ.პ. - ეს ჯადოსნნური ხეა, 12 საათამდე ვინც რა უნდა ინატროს, ყველა ნატვრას იგებს და წინასწარ ამზადებს! აი, შენი ნატვრაც წინასწარ გაიგო და უკვე მწიფდება.
ა.წ. - საოცარია! თოვლის პაპა, შეგიძლია გამოიცნო ჩემი ნატვრა?
თ.პ. - მოიცადე ,ახლოს მივალ და დავაკვირდები! (ახალი წელიც მივა) ხოოო... შენ გინატრია, რომ ხალხი ბედნიერად ცხოვრობდეს.
ა.წ. - მართალია! ... და რომ გაჭირვება და ომი...
თ.პ. - შიმშილი და ავადმყოფობა...
ა.წ. – აღარ იყოს! და რომ...
თ.პ. - ხვავი და ბარაქა...
ა.წ. – საოცარია! ხვავი და ბარაქა, სიხარული და კეთილდღეობა სუფევდეს ირგვლივ!
(შემოვლენ ჯუჯები მუსიკის ხმაზე. თ.პ. და ა.წ. აკვირდებიან ხეს. ჯუჯები მივლენ თოვლის პაპასთან)
ნიკა ჯანგირაშვილი - თოვლის პაპა საჩუქრები დამწიფდა, ახლა მათ ხურჯინში ჩავაწყობთ და მარხილში ჩავდებთ.
თ.პ. - მომიხსენით ახალი წლის საჩუქარი!
ებუტაშვილი ლუკა - ახლავე თოვლის პაპა!
(ჯუჯები საჩუქარს ჩამოხსნიან და თოვლის პაპას მისცემენ. დანარჩენ საჩუქრებსაც ხსნიან)
თ.პ. – ახალო წელო, აი შენი დალოცვილი კანფეტები. გაუფრთხილდი, არ დაკარგო. ყველას შეახვედრე იცოდე! გისურვებ სიხარულით გაგეტარებინოს მთელი წელი!
ა.წ. (გამოართმევს) მადლობა თოვლის პაპა!
(ჯუჯები თ.პ. და ა.წ. გადიან სცენიდან)



ეპიზოდი 6
ნინი - წითელქუდა, დარასელია - მგელი მათე - ჰალკი,
(წითელქუდა და მგელი შემოდიან მუსიკის ხმაზე. ცოტას გაივლიან , ერთმანეთს შეხვდებიან და მუსიკა შეწყდება)

მგელი - წითელქუდა სად მიიჩქარი?
წითელქუდა - საახალწლო ნადიმზე მივდივარ სონასთან!
მგელი - სონასთან რა გინდა, წამო ჩემთან და მეც ვინადიმებ!
წითელქუდა - მგელო,არაფერი დამიშავო, თორემ წელსაც ვერ მიიღებ საჩუქარს!
მგელი - ხოდა, შენ იქნები ჩემი საჩუქარი, აი ახლა დაგიჭირო!..
წითელქუდა - მიშველეეთ...
(შემოვარდება ჰალკი მათე)
მათე - ვინ ითხოვდა დახმარებას, რაშია საქმე!
წითელქუდა - მიშველე, გთხოვ, მგელი შეჭმას მიპირებს!
მათე - მგელი შენ რას დაგაკლებს, დაგაკლებს, დაგაკლებს...
მგელი ხელსაც ვერ გახლებს, ხელსაც ვერ გახლებს!
გმელი - ვითომ რათაო! ვინ დამიშლის ჰა! შენ ხომ არა! (იცინის)
მათე - აბა, ახლა საით გაგაფრინო ამოირჩიე (მოუქნევს ხელს და მგელი ვაი-ვაის ძახილით და ბზრიალ-ბზრიალით გავა სცენიდან)
მათე - წამოდი წითელქუდა ერთად წავიდეთ ნადიმზე. ვერავინ გაბედავს შენს შეწუხებას!
(გავლენ)



ეპიზოდი 7
დარასელია - მგელი, დემეტრე - თოვლის პაპა, ფეიქრიშვილი - ახალი წელი
(მგელი ტრიალ-ტრიალით, ვაი, ვაის ძახილით გაგორდება თოვლის პაპასა და ახალი წლის ფეხებთან).
თ.პ. – ეს რა მოგსვლია მგელო, რა დღეში ხარ!.. ჰა, წამოდექი ფეხზე!
ა.წ. – უი, რა ღუნღულაა, რა საყვარელია, პუსი, პუსი, პუსი... (მგელი ალმაცერად უყურებს ა.წ.-ს, თან დგება და უკან უკან მიდის)
მგელი - ღრრრ! მე შენ გოშია ხომ არ გგონივარ! მგელი ვარ მგელი და მგელზე უფრო მგელი!
თ.პ. – ხოო, მგელო და საიდან მოფრინავდი?
მგელი - ფრენას ვსწავლობდი, ნახეთ როგორ გადმოვფრინდი? ნამდვილი მფრინავი მგელი ვარ!
(ჩუმად ოხრავს და წელზე იდებს ხელს) ოხ, გვერდები, ვაი კისერი.
ა.წ. – მფრინავო მგელო, რატომ ნადიმზე არ მიდიხარ? არ გინდა საჩუქრები? ნახე როგორი ჯადოსნური კანფეტები მომაქვს ყველასთვის!
მგელი - მე არ მაძლევენ საჩუქრებს, მე მათ ძალით ვართმევ. აი, ახლა მაგ საჩუქრებს გამოგტაცებ და სულ მე შევჭამ!
(ახალ წელს გამოგლეჯს ხელიდან კანფეტებს. ცოტა გვერდზე გავა, ჩაჯდება და დაიწყებს ჭამას, თან იღრინება. ახალი წელი გაიწევს მგლისაკეთ)
ა.წ. - მოიცადე, ეს სხვებისთვისაც არის!
(მაგრამ თოვლის პაპა გააჩერებს).
თ.პ. - მოიცადე, ეგ ხომ ჯადოსნური კანფეტებია, ნახე რა მოუვა მგელს!
(მგელი თავიდან იღრინება, მერე ღრენა ნელ-ნელა ნაზად და საყვარლად წკმუტუნებს. სახე დაუმშვიდდება. ერთს შეჭამს, ადგება, ყუთს მიუტანს ახალ წელს და ბოდიშს მოუხდის)
მგელი - ბოდიში, ახალო წელო, თოვლის პაპა - მეტს აღარ ვიზამ!
თ.პ. – მოგეწონა კანფეტი?
მგელი - ასეთი გემრიელი ჯერ არაფერი მიჭამია, დიდი მადლობა!
ა.წ. – ვხედავ ჩვენმა კანფეტმა კარგად იმოქმედა მგელზე.
თ.პ. – მგელო, შენ გაიქეცი ნადიმზე და მოახსენე ყველას, რომ დღეიდან არავის არაფერს დაუშავებ და რომ ამიერიდან შენც იქნები საახალწლო ნადიმის საპატიო სტუმარი!
მგელი - მადლობა თოვლის პაპა! (გაიქცევა და თან ისე იძახის მ ა დ ლ ო ბ ა ა ა )
თ. პ. - მეც წავალ, შენ კი, როგორც შევთანხმდით ისე მოიქეცი, არც ადრე და არც გვიან, ზუსტად თორმეტ საათზე! შევთანხმდით?
ა.წ. - შევთანხმდით! ზუსტად თორმეტზე მოვალ!
(გავლენ)


ეპიზოდი 8
საბა, ნანიკო, ელენა, მარი, ბარბარე
(ყველა აქ არის თოვლის პაპის, ახალი წლის და მეკვლის გარდა. სცენაზე ბუხრის გვერდით სხედან თაგვები, მათი სტუმრები კისკისსა და მხიარულებაში არიან. სწრაფი ნაბიჯით შემოდის სონა. უცებ გაჩერდება და უყურებს თაგვებს. )
მარიამი - მოგვიყევი რა შიმშილა პაპა!  დაგინახა, თუ ვერა?
ელენა - ხის ფესვებში რომ შეძვერი, მერე რა მოხდა?
საბა - ხოდა, შევძვერი ხის ფესვებში და გავტვრინდი. რომ მომიახლოვდა დავიძახე - მიაუუუ, მიააააუუუუ!  უცებ, თვალები დააჭყიტა, ყურები დაცქვიტა, წელში მოიხარა, მიიხედ-მოიხედა და რომ დააწვააა... ისე მირბოდა, ჩემი სიცილი აღარც კი გაუგონია.
ყველა - ხახახახახა...
საბა - ხოდა, მეორე დღეა და შემხვდა შარაზე...
(სონა თავს გაიქნევს და დაუცაცხანებს)
ნანიკო - შარაზედ კი არა კაცო, რას აცდენ ამოდენა სტუმრებსა, ვერა ხედავ რომელი საათია, სადაცაა თოვლის პაპა და ახალი წელი შემოაბიჯებენ. აბა, თავი არ შევირცხვინოთ! გაამზადეთ თოვლის პაპის საჩუქარი? ახალ წელსაც ხომ უნდა დავხვდეთ ტკბილეულით!
საბა - მე რას ვაცდენ, ესენი არ მასვენებენ „შიმშილ ის მოყევი, შიმშილ ეს მოყევიო“ და ვყვები მეცა, მაშ, სტუმრებს ხომ არ მოვაწყენ!
ბარბარე - ამბობენ, თოვლის პაპას ისეთი ჯადოსნური ჯოხი აქვს, ვისაც შეახებს იყინებაო!
ელენა - რას ამბობ! მერე ჩვენთან რომ მოდის და ჩვენც გაგვყინოს?
მარიამი - ჩვენ ხომ კარგად ვიქცევით: მშობლებს ყველაფერს ვუგონებთ, კარგად ვსწავლობთ... აბა მითხარი, ჩვენ რატომ გაგვყინავს?
ელენა - ვინც იყინება მერე რა ემართება?
ბარბარე - ამბობენ, მერე ლღვება და კეთილი ხდებაო... რა ვიცი, ასე ამბობენ!
ნანიკო - თოვლის პაპას უყვარს ჭკვიანი და ზრდილობიანი წრუწუნები. ის ასეთ წრუწუნებს, მხოლოდ ეთამაშება ხოლმე!
მარიამი - მხოლოდ წრუწუნებს?
ელენა - ციყვებს არა?
ბარბარე - კურდღლებს?
საბა - წრუწუნებსაც, ციყვებსაც, კურდღლებსაც  და ბავშვებსაც! აბა, როგორ, ის ხომ ყველას თოვლის პაპაა! ახლაც მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როგორ გვეთამაშებოდა ხოლმე...
სონა - მეც მახსოვს, გამოგვეკიდებოდა ჯოხით და გვაშინებდა, ვითომ ყურები უნდა გაეყინა ჩვენთვის და  რამდენს დავრბოდით...  ეეეჰ, კარგი იყო ბავშვობა!
საბა - აბა, აბა!
ნანიკო - აი, ახლა ეს წელიც წავა და კიდევ ერთი წელი შეგვემატება!
საბა - კიდევ ერთი ბედნიერი წელიწადი!

ელენა - მიდის ძველი წელი და ახალს უნდა შევხვდეთ, მოდით მეგობრებო, ეს ძველი წელი მხიარულად გავაცილოთ, ვიმღეროთ და ვიმხიარულოთ!

სიმღერა: თეთრი ციდან ფიფქი ცვივა გვირილების ხელაო.

მარიამი - კოხტად მორთული ნაძვის ხე
ცეცხლის ბურთივით კრიალებს,
აქეთ მზის თვალი გამოკრთის,
იქით ვარსკვლავი ბრჭყვიალებს.
შემოხვევიან ცელქები
ყიჟინით, ჟრიამულითა
და გარს უვლიან ნაძვის ხეს
სიცილით, სიხარულითა.
                                             

ელენა - წუნამ ისეთი კარგი სიმღერა იცის, მეგობრებო, მოდით, ვთხოვოთ გვიმღეროს!
ყველა - გვიმღერე წუნა, გვიმღერე!
ბარბარე - გიმღეროთ კი არა და!
ყველა - იმღერე წუნა, გაგვაგონე შენი ტკბილი ხმა!
(ბარბარე მღერის).

ნანიკო - რაც ძველია, ძველია,
ძველია და მიდის.
დღეს ახალი წელია,
ზეიმია დიდი.
აბა, ჩქარა, ბავშვებო,
გავანძრიოთ ხელი,
თორემ დაგვიძველდება
ეს ახალი წელი.

ელენა - ნეტავ საიდან გაჩნდა ამდენი
ფიფქი, ლამაზი, კოხტა, პატარა.
ზეცას გაუწყდა ალბათ მძივები
და დედამიწას გადმოაყარა.
თეთრი, ბრჭყვიალა და ნამცეცები
იანვარს ფანტელ-ფანტელ აყარა.
ზეცამ მოიხსნა მარგალიტები
და დედამიწას გადმოაყარა.

საბა - მიდის, მიდის ძველი წელი
აღარ იბრძვის, აღარ იცდის,
მომილოცავს, მომილოცავს
განთიადი ახალი წლის.

ბარბარე - დგას ახალი ყოველ კართან
გზებში, ყოველ მოსახვევში
მშვიდობა და სიხარული,
მოეტანოს ჩვენს სახლებში.

მათე - დღეს საათის გუგული,
ბავშვებს თავზე დაგვხარის,
გუ-გუ, გუ-გუ, გილოცავთ,
წელი დადგა ახალი!
(კაკუნის ხმა ისმის)

ნინი - გესმით კარის კაკუნი?
თოვლის პაპა მოვიდა
დაღლილია ეტყობა
მობრძანდება შორიდან.
(შემოვა თოვლის პაპა)
თოვლის პაპა - აბა, ვინა ხართ, სადა ხართ,
                            გამოიხედეთ გარეთა,
                            გილოცავთ ახალსა წელსა,
                            იცოცხლეთ, გაიხარეთა,

მოსვლა ახალ წლის ზეიმზე
მინდოდა დიდი ხანია
სურვილად კარგი სწავლა და
ათები მომიტანია!

დათო ვარსიმაშვილი - გამარჯობა თოვლის პაპა! ყველა მოუთმენლად გელოდით. ჩვენი სახელით მიიღე ეს საჩუქარი! (მიართმევს საჩუქარს : ძახველის ტოტებს, სოკოს ჩირს (ასხმულს) და კალათით თხილს!)
თ.პ. - დიდი მადლობა ბავშვებო! ახალი წელი ჯერ არ მოსულა?
მარი - არა, ჯერ არ გამოჩენილა!
თ.პ. - მაშ, მალე მოვა!
რობიზონი - დიდმა საათმა დაჰკრა თორმეტი,
                        გადმოგვაყარა ფიფქები მწველი,
                        სიხარულს გავზრდით დღეს უფრო მეტად,
                        რომ ვასახელოთ ახალი წელი.

ბარბარე - გარეთ თოვლია და თეთრი ფიფქი,
ჰგავს დაბასმულად ნაქსოვ ჩიქილას,
ახალი განცდით, ახალი ფიქრით,
შევხვდეთ ბავშვებო ახალ წლის დილას!

ლუკა ებიტაშვილი - ჰერი-ჰერი, ჰერი-ჰერი! დღე დაგვიდგა ბედნიერი
                           თოვლის პაპა მობრძანდება მოაშუქებს თეთრი წვერით. მოაქვს ვეება ხურჯინი მოქარგული ათას ფერით სახე მზესავით უცინის, აგვიმაღლა სახლის ჭერი.
ნიკა უნდილაშვილი - კანფეტები მოგვიტანა, ფოჩიანი ჭრელაჭრელი გაგვახარა დიდ-პატარა დაგვიმშვენა ყველას ხელი. ახალი წლის მოლოდინში ჩაგვიკოკლოზინა ყელი   ჰერი-ჰერი, ჰერი-ჰერი!გუდასტვირი ყველგან მღერის   საქართველოს ქალ-ვაჟებო იყავით სულ ბედნიერი!

(ისმის მრავალჟამიერის ხმა) აი ისიც მოდის, შევეგებოთ ახალ წელს!

ა.წ. - მოვდივარ, მომიხარია,
მომაქვს მშვიდობის ალამი
მთელს მსოფლიოში მშვიდობა,
მშვიდობის შვილებს სალამი!
გილოცავთ ახალი წლის დადგომას, მშვიდობა და ბედნიერება, ხვავი და ბარაქა თქვენს ოჯახებს, გაიხარეთ! (თან კანფეტებს ჩამოურიგებს)

თორნიკე - ვინც მოვიდა გაუმარჯოს!
გზა მიეცით განიერი,
ნორჩ ახალ წელს გაუმარჯოს
მისი მრავალჟამიერი!

ცოტნე - ახალო წელო გნატრობდით
გულის ფანცქალით გელოდით,
ფიფქებში გაბრწყინებული
მხოლოდ შენ გვესიზმრებოდი.

მარიამი - ახალო წელო, მიიღეთ ჩვენგან ეს ტკბილეული! დაე, სულ ტკბილად და ბედნიერად გაგეტარებონოთ ეს წელი!

ლუკა დარასელია - თოვლის ბაბუაც აქ არის
ჩვენი პირველი მაყარი
რაც მინატრია ამიხდა,
როგორც ლამაზი ზღაპარი.

(კაკუნი)

დათო შალიკაშვილი - მეკვლე ვარ კარი გამიღეთ
სულს ღაფავს ღამე ბებერი
ისმის მამლების ყვილი
ახალწლის მაუწყებელი.

მარიამი - ზამთარია, თოვლი მოდის, გარეთ მაინც თბილა,
საქართველო ეგებება, ახალი წლის დილას.
ელენა - გზადაგზა ცლის სავსე ხურჯინს, სიტყვას თაფლში ავლებს,
უნდა ყველას დაებედოს, ბედნიერი ხვალე.
მარიამი - მონარნარებს, მოფარფატებს ფიფქის ციცქნა ფთილა,
გაუმარჯოს საქართველოს ახალი წლის დილას!
ნიკა ჯანგირაშვილი - ახალი წლის მობრძანებას
მოგილოცავთ წრფელი გულით.
სავსე იყოს იმედებით,
სიკეთით და სიხარულით.
ქრისტე ღმერთი გმფარველობდეთ,
გისრულებდეთ ყველა წადილს.
ბედნიერი ყოფილიყოს
ეს ახალი წელიწადი.



ლიზი ჯიქური - დღეს ახალი წელი არის, იცით მე რა მიხარია?
ჩემი სკოლის მეგობრები, სუყველანი აქ არიან!
ლიკა - ჩვენს პაწია ნაძვის ხეზე, ვერცხლი ელავს, ოქრო ბზინავს,
საახალწლოდ თოვლის პაპამ, ყელი ჩაგვიკოკლოზინა.
გვამღერა და გვათამაშა, იცინა და ჩვენც გვაცინა,
როცა ზღაპარს გვიყვებოდა, ყველას ტკბილად ჩაგვეძნა.
ახლა თოვლში ვკოტრიალობთ, დავსრიალებთ ქარზე სწრაფად
ულვაშებში ეღიმება, გახარებულ თოვლის პაპას.


სოფო - თოვლი მოდის სიხარულმა, გული ამიფრიალა,
თამრიკოსაც დავუძახე მარტო ლელას კი არა.
გავიტანე ჩემი ციგა, ლამაზი და კრიალა დავსხედით და ქუჩის ბოლოს ხელად ჩაგვასრიალა.
ცოტნე - ზამთარია, თოვლი მოდის, გარეთ მაინც თბილა,
საქართველო ეგებება, ახალი წლის დილას.
გზადაგზა ცლის სავსე ხურჯინს, სიტყვას თაფლში ავლებს,
უნდა ყველას დაებედოს, ბედნიერი ხვალე.
მონარნარებს, მოფარფატებს ფიფქის ციცქქნა ფთილა,
გაუმარჯოს საქართველოს ახალი წლის დილას!


მათე - თოვლის მოსვლას ველოდები, ვიცი ნატვრა ამიხდება
გავიღვიძებ და ერთ დილას ეზო თეთრად დამიხვდება.
ვითამაშებ, გავიხარებ, თოვლის პაპას ვესვრი გუნდებს.
ციგით მაინც ვისრიალებ, გინდ ათასჯერ გადაბრუნდეს.

თათია - აუ, რა თოვლი მოვიდა, შორიდან, ცის სიშორიდან, დიდგორიდან თუ გორიდან, ყაზბეგიდან თუ შოვიდან.
რობი - ჯავახეთიდან, თორიდან, თეთნულდიდან თუ უშბიდან, აქამდე რად არ მოვიდა, აქამდე რაღა უშლიდა.
ნინი - საიდან მოდის ამ ღამით, მყინვარწვერიდან თუ ციდან, გვახარა წელი ახალი, თურმე ახალ წელს უცდიდა.
ლალიაშვილი - ფიფქების ცეკვა მაოცებს, მეც ცეკვა-ლხენა მომინდა. ღმერთო, ქვეყანა დალოცე, ახალი წელი მოვიდა.
ლიზი ბულაური - გამარჯობა ტკბილო, ახალი წლის დილავ,
გული გვიწევს გარეთ, ვინ დადგება შინა! დიდი თოვლის პაპა, დავდგით დიდის ამბით, არ დაგვიდნეს ოღონდ, აღარა ვართ დარდით.
ირინა - მე ფიფქი ვარ ერთი ციდა,
           ჩამოვფრინდი, ახლა ციდან
           და მინდა რომ მოგესალმოთ,
           მსურს გახაროთ, ამ სცენიდან:
თათია -  მალე, სხვა ფიფქებიც მოვლენ              გათეთრდება ჩვენი მხარე              და ბავშვების ჟრიამულით,              გაიღვიძებს არე-მარე.
ბულაური - ჟრიამულით დავბრუნდებით, შემოვაღებთ ერთად კარებს, ხელად მოვრთავთ ნაძვის რტოებს,                 ვიმღერებთ და გავიხარებთ.








Комментариев нет: