ჯადოსნური ეკრანი

  გაკვეთილი იწყება სიმღერით "ჯადოსნური ეკრანი", ეკრანზე კი ჩანს გოგონა, რომელიც კომპიუტერთან გაღიმებული ზის, ბავშვებისაკენ იყურება და ფეხებს ათამაშებს. ვაძლევ კითხვას: - თუ იცით რაზე ვისაუბრებთ? შევახსენებ, რომ გავიარეთ მულტფილმის თემა, გაიხსენებენ ასევე, თუ როგორი მულტფილმები ისწავლეს და ვაძლევ პირველ დავალებას: - დააკვირდით მულტფილმის ეპიზოდებს და განსაზღვრეთ, ნახატია ის, თუ თოჯინური. მოდით ჩვენც გავისეირნოთ ზღაპარში! - შევთავაზებ მოსწავლეებს. მოცემულ პრეზენტაციაში დავალებებს ასრულებენ. როდესაც ტექსტს ვუკითხავ, (რადგან ჯერ არ იციან კარგად კითხვა), სლაიდშოუ მაქვს ჩართული და ნახატები მოძრაობენ, ანიმაციურია, რაც ძალიან ახალისებს მოსწავლეებს, ხოლო როდესაც მოსწავლეებს მასში დავალების შესრულებას ვავალებ, მაშინ სლაიდშოუს გამოვრთავ და სამუშაო პროცესში ვტოვებ. კლასში 12 მოსწავლეა, ამიტომ დავალებები, მათ რაოდენობაზეა გათვლილი. მეშვიდე გვერდზე მოცემული დავალება, მაუსის ზუსტად ხაზზე გატარებას გულისხმობს, ანუ გავიგოთ, თუ როგორ იმორჩილებს მოსწავლე მაუსს, მოსწავლემ ზუსტად უნდა გადაიყვანოს და გადმოიყვანოს კნუტი ხიდზე. მეცხრე გვერდზე წელიწადის დროებს ხაზით დააკავშირებენ შესაბამის თვეებთან. ეს დავალება მარკერით მაგნიტურ დაფაზე სრულდება. (პროექტორის ეკრანად მაგნიტური დაფა გამოვიყენე). ვისაუბრებთ საყვარელი მულტფილმის გმირებზე, დავახასიათებთ მათ, აღვნიშნავთ, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი და შევთავაზებ საყვარელი მულტგმირის დახატვას სახელმძღვანელოში. (მუსიკის თანხლებით). ბოლოს მოვაწყობთ კლასში "გამოფენას" (მოსწავლეები ადგებიან და მერხებს შორის ჩამოვლით ათვალიერებენ ერთმანეთის ნამუშევრებს), განვიხილავთ რამდენიმე მათგანს და მივცემთ შეფასებებს.

3 комментария:

ნინო комментирует...

ლია, ძალიან საინტერესო გაკვეთილია, თავისი კარგი მასალით. გისურვებ წარმატებას!

ლილი ჯაბანაშვილი комментирует...

დიდი მადლობა ნინო, მიხარია რომ გაგიცანი. მართლაც კარგი ადამიანი და საკუთარი საქმის საუკეთესო სპეციალისტი ხარ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!

ირინა ზაქარეიშვილი комментирует...

ძალიან მომეწონა,ლია, ყოჩაღ!!!